Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა
Civil.ge
26 July 2017, 19:05

ამერიკული M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, 26  ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან, ბორანის საშუალებით, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა, იქედან კი, სარკინიგზო ეშელონებით ჩამოვიდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც რამდენიმე დღეში ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი 2017“ - დაიწყება.

წვრთნებში, რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება, ჩართული იქნება 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 800 ქართველი და 1600 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ასევე სომხეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროები მიიღებენ. 

Up Next: #NoblePartner in

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი